№ 8 საპყრობილე ექსპლუატაციაში 2007 წლის ბოლოს შევიდა. საპყრობილე თანამედროვე სტანდარტების დაცვით არის აშენებული. საპყრობილის კომპლექსში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შედის. საპყრობილეში ნარკოტიკზე დამოკიდებულ პატიმართათვის ფუნქციონირებს მეტადონით მკურნალობის პროგრამა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის №7 მ/რ +2კმ. ტელ 580055 578833
საფოსტო ინდექსი 0107