მინისტრის განცხადება
07-03-2010
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ქსნის №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა სავარაუდოდ, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. "ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, გვაქვს ტრაგიკული შედეგი, რაც ერთი ადამიანის დაღუპვას უკავშირდება, მაგრამ საბედნიეროდ, სხვა მსჯავრდებულები არ დაშავებულან"- აღნიშნა მინისტრმა. ხათუნა კალმახელიძემ ოპერატიულობისა და დანარჩენი მსჯავრდებულების გადარჩენისთვის დაწესებულების თანამშრომლებს  მადლობა გადაუხადა და  დასძინა, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობა დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში აღდგება. მინისტრმა  გულდასაწყვეტი უწოდა იმ ფაქტს, რომ  ქსანში ინციდენტი  ახალი დაწესებულების გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე  მოხდა. ხათუნა კალმახელიძემ  ასევე განაცხადა, რომ  №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ყველა მსჯავრდებული, ამჟამად ადგილზე იმყოფება.
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30